მოთხოვნები და ნორმატივები 11-12 წლის ბავშვისთვის ტურნირებში
მონაწილეობის მისაღებად;
- დაუშვებელია 11-12 წლის ბავშვის მონაწილეობა ძიუდოს ტურნირებში თუკი მას არ აქვს
ვარჯიშის 2 წლიანი გამოცდილება. დაევალოს კლუბების ხელმძღვანელებს და პირად
მწვრთნელებს თითოეული ბავშვის შესახებ აწარმოონ ჟურნალი (ანკეტა), სადაც
დაფიქსირებული იქნება ვარჯიშის დაწყების დრო, რომელიც ასევე დადასტურებული
იქნება მშობლის ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით.
- დაუშვებელია ძიუდოს ტურნირებში მონაწილეობა თუ ბავშვი ვერ აკმაყოფილებს ზოგად
ფიზიკურ მოთხოვნებს. ამის დასადგენად აუცილებელია მისი ტექნიკური ცოდნის
შემოწმება და ნორმატივების ჩაბარება.
- ფიზიკური მომზადების ნორმატივები:
- მკლავებზე აზიდვა – 20;
- მუცლის პრესი – 20;
- პარტნიორის ზურგით ტარება – 30 მეტრი;
- გდებები (ნაგე-კომი) და დაზღვევები (უკემი) – 10-10 (ტორი-უკე);
- მუხლზე ჩაჯდომები – 30.
11-12 წლის ბავშვების სალიცენზიო ტურნირზე დასაშვები მოთხოვნები
ტექნიკაში
REI – რეი – პატივისცემა, კეთილგანწყობა – მისალმება
Ritsu rei – რიცუ რეი – მისალმება; კეთილგანწყობა – დგომში მისალმება: წინ მოხრა, ხელებით
ვეხებით ბარძაყებს, პარტნიორს ვუყურებთ მკერდის დონეზე. მისალმებისას, წინ მოხრის დროს
კეფის გამოჩენა ნიშნავს ბოდიშის მოხდას.

Za rei – ზა რეი – მჯდომარე მისალმება, პატივისცემა, კეთილ განწყობა – მისალმება მუხლებზე:
მუხლზე ვჯდებით მარცხენა ფეხით, შემდგომ მარჯვენით. მარჯვენა ფეხის ცერა თითი ზემოდან
ედება მარცხენა ფეხისას. ადგომისას, ვდგებით მარჯვენა ფეხით, შემდგომ მაცხენით.

OBI – ობი – ქამარი. ქამრის შეკვრა


















