გორდა 2024 -ის საკლუბო შეჯიბრი

მარტის თვეში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაგეგმილია ევროპის თასის ტურნირები ჭაბუქთა შორის. აღნიშნულ ტურნირებზე იასპარეზებს ჩვენი კლუბის ორი მოჭიდავე:
1) Antalya Cadet European Cup 2025 – ლევან მერეკლიშვილი -60 კგ
2) Porec Cadet European Cup 2025 – ლუკა ნანავა -73კგ
ეს წელი აქტიურად დაიწყო ჩვენი კლუბისათვის. მადლობას ვუხდით ლუკას და ლევანს გაწეული შრომისათვის, აგრეთვე უღრმესი მადლობა Georgian Judo Federation – საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ამ შრომის დაფასებისა და გვერდში დგომისათვის. წარმატებები ჩვენს ბიჭებს და საქართველოს ნაკრებს აღნიშნულ შეჯიბრზე.



მიმდინარე წლის 18-19 იანვარს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული საქართველოს პირველობა ჭაბუქთაშორის (2008-2009 წლებში დაბადებულები) აღნიშნულ ტურნირზე ჩვენმა კლუბის ორმა მონაწილემა ორ წონით კატეგორიაში მოახერხეს და დაიკავეს III საპრიზო ადგილები:
1) ლევან მერეკლიშივილი 60 კგ
2) ლუკა ნანავა 66 კგ
მადლობა ბიჭებო ამ დაუვიწყარი ბრძოლისთვის და თავდადებისათვის რომელიც თქვენ გამოიჩინეთ ამ ტურნირზე, წინ კიდევ მრავალი გამარჯვება გველის.
კლუბის სახელით და მისი შესაძლებლობების ფარგლებში ორივე მოჭიდავეს წახალისების სახით ჩაერყიცხად 100 ლარი!


IJF-ის ახალი წესები რომელიც იმოქმედებს 2025-2028 წლებში

ძიუდო არის დინამიური ოლიმპიური სპორტი და ამიტომ ექვემდებარება ცვლილებებს ვარჯიშის ახალი მეთოდების მიხედვით. წესები მუდმივად უნდა მოერგოს ძიუდოს ახალ სიტუაციებს.
ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ეხება ქულებს, სადაც იპონი უცვლელი რჩება და ვაზა-არი ახლა ფარავს იპონზე ნაკლებს, მაგრამ უფრო მეტს, ვიდრე უკანა მხარეს დაშვებას. ახალი დამატებული იუკოს ქულა აღადგენს დაშვებას გვერდზე ან გვერდის მახლობლად წინ, დუნდულოებზე, ზურგზე დაშვებას და იდაყვის მხარეს.

იუკოს შემოღება ნე-ვაზაში ხედავს ოსაე-კომის 5-დან 9 წამამდე გატანას.

რაც შეეხება კუმი-კატას, ჩვენ ვხსნით კიმანოს შიგნით დაჭერის შესაძლებლობას ტაჩი-ვაზაში და კიმანოს შიგნით და შარვლის ნე-ვაზაში. ქამრის ქვეშ მოჭერა ნებადართულია მოწინააღმდეგის შიდა ბარძაყის ზევით, ხოლო დაჭერა, დაკიდება, ფეხების შეხება კვლავ დაუშვებელია და დაჯარიმდება შიდოთი.

კლასიკური მჭიდის (ჰიკიტე და ცურითი) აღების შემდეგ ძიუდოისტს შეტევის მოსამზადებლად 30 წამი ექნება. თუ ისინი სხვა კუმი-კატას აიღებენ, სპორტსმენებს მივცემთ უფლებას, ასევე ჰქონდეთ დრო შეტევების მოსამზადებლად, მაგრამ ეს დრო შეზღუდული იქნება. ისინი უნდა იყვნენ აქტიურები, როგორც კი არატრადიციული კუმი-კატა მიიღება.
დათვის ჩახუტება ტაჩი-ვაზაში ნებადართულია გარდა ხელების ან ხელებისა და მკლავების მოჭიმვისა, რაც ქმნის წრეს, რომელიც დაჯარიმდება შიდოთი.

დაშვებული ჩავლება ქამარში

დაუშვებელი ჩავლება ქამარში
ძიუდოისტი განიხილება, როგორც შეჯიბრის არეალის შიგნით ყოფნა, სანამ ერთ-ერთ სპორტსმენს აქვს ერთი ფეხი შიგნით და გარეთ გასვლის შემთხვევაში, ის არის “მათე” და შემდეგ “ჰაჯიმე”. ვაზა განზრახ დაჯარიმდება შიდოთი.
როგორც ტორი, დასაშვებია თავების გამოყენება უფროსთა და იუნიორთა ღონისძიებებზე. კადეტთა შეჯიბრებებზე ეს შიდოთ დაჯარიმდება. უფროსის და უმცროსის შეჯიბრებებზე თავდაცვითი უკეს გამოყენება დასაშვებია, მაგრამ კადეტთა შეჯიბრებებზე ეს დაჯარიმდება შიდოთი და ტორის ქულები დაჯილდოვდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ხიდზე დაშვება ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი. ხალიჩაზე ჯერ თავით ჩაძირვა კვლავ სახიფათოდ ითვლება და დაისჯება ჰანსოკუ-მაკეით.
შებრუნებული სეოინაჟი უფროსთა და უმცროსთა შეჯიბრებებზე დასაშვებია, მაგრამ კადეტთა შეჯიბრებებზე ის დაჯარიმდება შიდოთი.

ცრუ შეტევების შეფასების განსაზღვრა

კანსეცუ-ვაზა გდება ტექნიკასთან ერთად
კანსეცუ-ვაზა შერწყმული გდება ტექნიკასთან ტრავმის დაბალი რისკით, სადაც უკეს აქვს სიტუაციიდან თავის დაღწევის შანსი, დაისჯება შიდოთ, ხოლო კანსეცუ-ვაზა, სადაც უკეს სიტუაციიდან თავის დაღწევის შანსი არ აქვს, დაისჯება ჰანსოკუ. -გააკეთე.

ისევე, როგორც ტაჩი-ვაზა, სადაც ქულები ენიჭება კოდაკანის კლასიფიცირებულ ძიუდოს ტექნიკას ან მის ვარიაციას, სადაც ფასდება უწყვეტობა და დაშვება, არავაზას ექნება მსგავსი აქცენტი. დამაგრების ტექნიკისთვის აუცილებელია კოდოკანის კლასიფიცირებული ტექნიკის ან მისი ვარიაციის გამოყენება, რათა osae-komi იყოს მართებული.

წესების ამ ნაკრების გამოყენება თებერვალში პარიზში გამართულ დიდი სლემის ტურნირზე დაიწყება და ბუდაპეშტში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე გაგრძელდება. ეს არის სპორტსმენების დაკვირვების პერიოდი და სწავლობენ ახალ წესებს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომი შეხვედრა განიხილავს წესების ეფექტურობას, რათა უზრუნველყოს, რომ 2026 წელს დაწყებული ოლიმპიური საკვალიფიკაციო პერიოდი გაგრძელდება ორი წლის განმავლობაში პოზიტიური, მიმზიდველი და ნათელი ძიუდოით.
მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ქალაქ მარნეულში გაიმართა – თენგიზ ნავერიანის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი I ლიგა. ჩემპიონატზე ჩვენი კლუბი წარსდა 5 სპორცმენით:
- ნანავა ლუკა – წონითი კატეგორია წონითი კატეგორია 66 ( დაბ.თარ – 2008)
- ნანავა მათე – წონითი კატეგორია 66 კგ ( დაბ.თარ 2009)
- მერეკლიშვილი ლევანი – წონითი კატეგორია 60 კგ ( დაბ.თარ – 2008 წ)
- ზუხბაია ვახტან – წონითი კატეგორია 73 კგ ( დაბ.თარ 2008 წ)
- ყიფშიძე ჯაბა – წონითი კატეგორია 55 კგ ( დაბ.თარ 2008 წ)
ამ ტურნირზე დიდი ბრძოლების შედეგად ჩვენმა კლუბმა მოახერხა და გახდა I ლიგის ჩემპიონი, ასევე აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ტექნიკური მოჭიდავის ტიტულიც ჩვენი კლუბის წევრს ლუკა ნანავას შეხვდა, გილოცავთ ყველას ამ დიდი გამარჯვებას.

I-ლი ლიგის სრული შედეგები შეგიძლიად იხილოდ შემდეგ ბმულზე : https://gjf.ge/Sedegebi/2024-naveriani.pdf
მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული 2008-2009 წლებში დაბადებულ სპორცმენთა შორის ძიუდოს მასტერსი. აღნიშნულ მასტერსზე მონაწილეობას აღებდნენ მიმდინარე წლის განმავლობაში სარეიტინგო ტურნირების საუკეთესო 16 მოჭიდევე, რომლებმაც დააგროვეს შესაბამისი ქულები მასტერსის ტურნირისათვის. ამ ტურნირზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მონაწილეობას იღებდა ჩვენი კლუბის მოჭიდავე ლუკა ნანავა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იყო საუკეთესო ამ წონით კატეგორიაში და საერთო ჯამში ამ ასაკში ყველა წონით კატეგორიებს შორის ლუკა იკავებს პირველ სარეიტინგო პოზიციას, როგორც დანარჩენ ტურნირებზე ლუკამ ამ მასტერსზეც დაიკავა პირველი ადგილი რითაც მან კიდევ ერთხელ ასახელა ჩვენი კლუბი. კლუბის სახელით ლუკა ნანავას და ჩვენი ნაკრების მწვრთნელს მიხეილ ყიფშიძეს წახალისების სახით ჩაერიცხად 400 ლარი. მიულოცოდ მათ ეს გამარჯვება და ვუსურვოდ წარმატებები მომავალ ტურნირებში.


ლუკას განვლილი ბადე


მასტერსის ვიდეომასალა
29-30 სექტემბერს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული 2010-2011 წლებში დაბადებულთა სარეიტინგო ტურნირი 3. აღნიშნულ ტურნირზე 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში . ჩვენმა კლუბის მოჭიდავეებმა მოახერხეს ორ წონით კატეგორიაში ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მოპოვება:
50 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ალექსანდრე ბეგოიძემ
55 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ნუგზარ ლამაზოშვილმა
კლუბის სახელით მათ დაერიცხა წახალისება 100 ლარის ოდენობით. ვულოცავთ ჩვენს მებრძოლებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!
ვიდეო მასალას შეგიძლიად უყუროდ შემდეგ მბულზე https://www.youtube.com/@gordajudo



მიმდინარე წლის 2-5 ოწტომბერს ტაჯიკეთის ქალაქ დუშამბეში ტარდება მსოფლიოჩემპიონატი ჯაბუკებში ( Dushanbe World Championships Juniors Individuals 2024) სადაც მონაწილეობას იღებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდან 9 ვაჟი და 4 გოგონა სხვადასხვა წონით კატეგორიებში. -100კგ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმოადგენს ჩვენი კლუბის გორდა 2024-ის მოჭიდავე ლუკა ექვთიმიშვილი, რომელმაც უკვე არაერთხელ ასახელა ჩვენი კლუბი არამხოლოდ საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარედ. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს და განსაკუთრებით ჩვენს გუნდელს ლუკას. წინ გამარჯვებისაკენ!

ლუკა ექვთიმიშვილი
ჩვენი ახალგარდული გუნდი

21-22 სექტემბერს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული 2008-2009 წლებში დაბადებულთა სარეიტინგო ტურნირი 3. აღნიშნულ ტურნირზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მონაწილეობას იღებდნე საქართველოს 32 სხვადასხვა გუნდ. აღნიშნულ წონაში გამარჯვებული გახდა ჩვენი კლუბის გორდა 2024-ის სპორცმენი ლუკა ნანვა, კლუბის სახელით მას გადაეცა ფულადი ჯილდო 300 ლარის ოდენობით. ვულოცავთ ლუკას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წინ სვლას და წარმატებას უფრო დიდ ასპარეზებზე.

ლუკა ნანავას განვლილი ბადე


ნანავას შეხვედრების ვიდეომასალა
ლუკა ნანავა VS ემზარ ვარამაშვილი
ლუკა ნანავა VS საბა გელდიაშვილი
ლუკა ნანავა VS ლაშა ხუციშვილი
ლუკა ნანავა VS ნიკოლოზ ჯაბანაშვილი
ლუკა ნანავა VS გიორგი ბაბუტსიდზე ფინალი

2024 წლის 24 აგვისტოს საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობით ქ.ფოთში გაიმართა ზურაბ ტუღუშის სახელობის მემორიალური ტურნირი ჭაბუკებში (2006-2007) წლებში დაბადებულ სპორცმენთა შორის.
აღნისნულ ტურნირზე ჩვენი კლუბის ორმა სპორცმენმა მიიღო მონაწილეობა ორ წონით კატეგორიაში და ორვე მათგანმა შეძლო საპრიზო ადგილების დაკავება.
88 კგ წონითი კატეგორია გიორგი წიკლაური – ადგილი (ჩემპიონი)

53 კგ წონითი კატეგორია გიორგი იოსელიანი – ადგილი 3 (პრიზიორი)

ლუკა ექვთიმიშვილი (-100კგ) სკოპიეს ახალგაზრდული ევროპის თასის ბრინჯაოს პრიზიორია!
ჩვენი კლუბის მოჭიდავე ლუკა ექვთიმიშვილი, რომელიც ასპარეზობდა (Skopje Junior European Cup 2024 / Quarter-Final -100 kg) ტურნირზე დაიკავა მესამე ადგილი და მიიღო ბრიმჯაოს მედალი. ვულოცავთ ლუკას ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვეთ, როგორც სპორტულ კარიერაში ასევე პირად ცხოვრებაში.

ჩატარებული შეხვედრები

