
როგორც, ყველასთვის ცნობილია ჭიდაობა წარმოადგენს საქართველიოს ეროვნული სპორტის სახეობას, ოდიდგანვე საქართველოში ჭიდაობა ითვლებოდა საბრძოლო დანიშნულებად და მებრძოლთა ხელოვნებად. ასევე საქართველოში მრავლად არის სხვადასხვა გვარეობის და წამომავლობის ჭიდობები და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობად ითვლება ძიუდო.
ჩვენი კლუბის ძირითადი მიმართულება სწორედ წარმოადგენს ძიუდოს სახეობის ჭიდაობის პროპაგანდა მთელს საქართველოში და მის ფარგლებს გარედ.
საჭიდაო კლუბი გორდას ძირითადი მიზნები:
- 1. საკლუბო ტურნირების განვითარება და სხვადასხვა შეჯიბრებში მონაწილეობის მიღება;
- 2. ეროვნული და სხვა ასაკობრივი ნაკრებებისათვის მოჭიდავეების მიწოდება;
- 3. ბავშთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატურ სპორტულ გამაჯანსაღებელ მოძრაობაში;
- 4. სპორტული-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების გატარება აღსაზრდელებში;
- 5.ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და მისი პროპაგანდა, მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;
- 6. სპორტული-მეთოდური საქმიანობის წარმოება;
- 7. ინეტელექტუალური და სპორტული დონის ამაღლება აღსაზრდელებში;
- 8. ჯანსაღი ცხოვრების წესის ფამკვიდრება;
- 9. სპორტული ღონისძიებების მომზადება და ჩატარება;
კლუბის ჩამოყალიბების იდეა
სულ რაღაც 25 წლის წინ მაშინ როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ არ ოყო განვითარებული ძიუდო, არ იყოხო განვითარებული დარბაზები და ინფრასტრუქტურა, არ არსებობდა არანაირი დაფინანსების წყაროები და სპორცმენებს უწევდათ საკუთარი სახსრებით ერთმანეთის გატანა, სწორედ მაშინ დაიწყეს თავიანთი პირველი ვარჯიშები დღევანდელმა საჭიდაო კლუბი გორდას ავტორებმა. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა ისინი ახერხებდნენ ვარჯიშების გაგრძელებას და ფარხმალს არ ყრიდნენ. თუმცა რაღაცა დროის შემდეგ მათ მოუწიად სპორტული კარიერის ტავის დანებება მაგრამ ის იდეა რომლითაც დღეს დაფუძნდა საჭიდაო კლუბი გორდა მათ მთელი ამ ხნის განმავლობაში თანსდევდად.
დღევანდელ დღეს საჭიდაო კლუბი გორდას დამფუძნებლების მიზანია განავითარონ ძიუდო და მისცენ ღირსეულ სპორცმენებს საშუალება იასპარეზონ სხვადასხვა ტურნირებზე ქვეყნის შიდა თუ გარე ტერიტორიაზე, მოახდინონ იმ ახალგაზრდა ძიუდოისტთა დაფინანსება, რომლებსაც არ გააჩნიად თავიანთი ფულადი სახსრები. მოიძიომ დაფინანსების წყაროები, რომლებიც დაეხმარებიან სპორცმენებს ღირსეული პირობების შექმნაში და სამომავლო კარიერის წინსვლაში.
არასოდეს დანებდეთ და ყველაფერი გამოგივად გფარავდეთ უფალი!